,,ბაგრატის ტაძრის აღდგენაში ყველაზე ნაკლები წვლილი მიხეილ სააკაშვილს მიუძღვის", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ,,მეცხრე არხის" ეთერში ბაგრატის ტაძრის გახსნის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში ბაგრატის ტაძარს მოინახულებს. Mმისივე განცხადებით, ქუთაისში ჩასვლა დაგეგმილი გადაცემის ,,ხაზზეა საქართველო" მონაწილეობის გამო ვერ შეძლო.
,,ვულოცავ მთელ საქართველოს ბაგრატის ტაძრის გახსნას, ეს მართლაც მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენს ისტორიაში. ოღონდაც ცოტა გადაჭარბებული, რადგან მიხეილ სააკაშვილი ცდილობს ტაძრის გახსნა მიითვისოს, ისევე, როგორც სხვა მოვლენები საკუთარ თავს მიაწეროს. Mმე, პირადად, ძალიან დიდი წვლილი მაქვს ამ ტაძრის აღდგენასა და საერთოდ ამ პროცესის ფორმირებაში, რაც ჩვენი ძეგლების აღდგენას ეხება. სააკაშვილი ცდილობს, რომ ტაძრის აღდგენა მიიწეროს, მაგრამ ყველაზე ნაკლები წვლილი, სწორედ სააკაშვილს მიუძღვის", _ განაცხადა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბაგრატის ტაძარი პატრიარქმა აკურთხა და საზეიმოდ გაიხსნა. Gგახსნის ცერემონიალს მიხეილ სააკაშვილთან ერთად უმრავლესობისა და ოპოზიციის ლიდერები დაესწრნენ.
მასალის გამოყენების პირობები