საქართველოს პრეზიდენტმა ბაგრატის ტაძარში საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ, ეკლესიაში შეკრებილ ოპოზიციის ლიდერებს მიმართა და მოუწოდა ქვეყნის ინტერესები პირად ინტერესებზე მაღლა დააყენონ.
,,მინდა ყველა პარტიის წარმომადგენელს ვუთხრა, რომელიც ტაძარში არიან. ჩვენ შეიძლება განგვასხვავებდეს სხვადასხვა ხედვა, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური. იმედია, არ განსხვავდებით მთავარ რაღაცაში, რომ საქართველო ჩვენ მტერს არ უნდა ჩავაბაროთ. ჩვენი პირადი ამბიცია, როგორიც არ უნდა იყოს ქვეყანა მას არ უნდა გადავაყოლოთ. ჩვენ ბევრ სხვადასხვა რამეში შეიძლება განსხვავდებით, Mმაგრამ მთავარ რამეში არ უნდა განვსხვავდებოდეთ, რომ არასდროს ჩვენს ქვეყანას არაფერში არ გავცვლით, არასდროს ჩვენს პიროვნულ ინტერესებს საერთო ხალხის ინტერესებზე მაღლა არ დავაყენებთ. ვიმოძრავებთ ყველა იმ დიდი გზით, რომელსაც ჰქვია საქართველოს გაძლიერება, გაერთიანება", _ განაცხადა სააკაშვილმა.