ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაღუმ ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არაეფექტუური უწოდა და თეირანი "წარმოუდგენელ ფანატიზმში" დაადანაშაულა.
მან NBC-ისთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანის შეკავების პოლიტიკა არ იქნება ისეთივე ეფექტური, როგორიც იყო საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები ცივი ომის დროს.
მისი თქმით, ირანელებისთვის ფანატიზმი თვითგადარჩენაზე უფრომაღლა დგას.
შეგახსენებთ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაღუმ თავის გარემოცვასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე პრევენტიული დარტმა "ამართლებს იმ შემთხვევაშიც კი თუ მათი ბოლომდე განადგურება ვერ მოხერხდება".
ისრაელის პრემიერი მიიჩნევს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ირანის ბირთვული პროგრამის რეალიზაცია რამდენიმე წლით შეფერხდება, - წერს "იერუსალიამ პოსტი".
ნეთანიაღუს განცხადებით, ერთი ან ორი წელი, რომელიც ირანს დასჭირდება, ისრაელის შეტევის შემდეგ, პროგრესის მისაღწევად ბირთვული იარაღის შექმნის საქმეში შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.
ნეთანიაღუმ არ გამორიცხა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში პოლიტიკური ცვლილებები და ისეთი ფაქტორების წარმოქმნა, რომელიც რეგიონში ვითარებას შეცვლის.
პრემიერ-მინისტრმა საკუთარი პოზიციის გასამყარებლად 1981 წელი გაისხენა, როდესაც ერაყის ბირთვულ ობიექტ ისირალზე მიტანილმა საავიაციო იერიშმა სადამ ჰუსეინს ბირთვული იარაღის შექმნის საშუალება არ მისცა.
უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის პრეზიდენტი შიმონ პერესი აშშ-ის მონაწილეობის გარეშე ირანზე დარტყმის მიყენების წინააღმდეგია.
მისი თქმით, მთელი მსოფლიო, პირველ რიგში აშშ ათვითცნობიერებს თეირანის მხრიდან ბირთვულ საფრთხეს და ამიტომაც ისრაელმა დამოუკიდებლად არ უნდა იმოქმედოს.
ნეთანიაღუს მინისტრთა კაბინეტის ზოგიერთმა წევრმა გააკრიტიკა პერესის პოზიცია და აღნიშნეს, რომ პერესს დაავიწყდა პრეზიდენტის პოსტის სიმბოლურ ხასიათს შესახებ.
უნდა აღინიშნოს, რომ ოპოზიცია მხარს უჭერს პერესის განცხადებებს.
ბოლო გამოკითხვების მიხედვით ისრაელის მოსახლეობის 60 % წინააღმდეგია აშშ-ის თანადგომის გარეშე ირანზე იერიშის მიტანს, 27 % მხარს უჭერს ასეთ გადაწყვეტილებას და მხოლოდ 13%-ს აღნიშნულ საკითხზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს.