.,,ბაგრატის ტაძრის აღდგენა უდიდესი სასწაულია", _ ბრძანა პატრიარქმა ბაგრატის ტაძარში ქადაგებისას და ტაძრის აღმშენებლობაში მონაწილე ყველა პირს მადლობა გადაუხადა.
,,ათეული და ასეული წლების განმავლობაში ჩვენ ვუყურებდით ბაგრატის ტაძრის ნანგრევებს. Aახლა აღდგომილ ტაძარს ვხედავთ. ჩვენ ვმადლობთ უფალს. Eესაა უდიდესი სასწაული, ამიტომ ვხარობთ, აღდგომის სიხარულით. Qქრისტე აღდგა, ბაგრატის ტაძარი აღდგა, საქართველო აღსდგა. ჩვენ მადლობელი ვართ ყველასი და განსაკუთრებით თქვენი ბატონო პრეზიდენტო, მეუფე კალისტრატესი და ყველასი ვინც მონაწილეობა მიიღეთ ტაძრის აღდგენაში. ბაგრატის ტაძრის აღდგენა უდიდესი სასწაულია და ჩვენ ვხარობთ, აღდგომის სიხარულით. ათეული წლების მანძილზე არქიტექტორები და მეცნიერები ბაგრატის ტაძრის აღდგენის შესახებ მსჯელობდნენ, მაგრამ ვერ შეძლეს. დღეს ღმერთმა ინება დღეს, როგორც სიმბოლო აღდგომისა, საქართველოს გაბრწყინებისა და ჩვენ უფალს შევთხოვთ ეს სიმბოლო აღსრულდეს", - ბრძანა პატრიარქმა წირვის დასრულების შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ ბაგრატის ტაძარში გაიხსნა. ტაძრის აღდგენასთან დაკავშირებით საზეიმო-წირვა ლოცვა უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ აღავლინა.