,,ბაგრატის ტაძრის აღდგენა საუკუნეობრივი ბრძოლისა და შრომისა შედეგია", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ქდმ" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ ბაგრატის ტაძრის გახსნის კომენტირებისას.
,,მთელს საქართველოს და პირველ რიგში ქუთათურებს ვულოცავ დღევანდელ დღეს. დღევანდელი შედეგი საუკუნეობრივი ბრძოლის, შრომისა და ლოცვის შედეგია.
მადლობა ღმერთს, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით და ჩვენი თაობის ძალისხმევით ბაგრატის ტაძარი აღდგა. ღმერთმა ქნას ამ ტაძარში აღვლენილი ლოცვა საქართველოს გაერთიანების, გამთლიანების საფუძველი გახდეს", _ განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბაგრატის ტაძრის აღდგენასთან დაკავშირებით უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლოტი ილია მეორე ტაძარში საზეიმო ლიტურგიას ასრულებს. წირვა-ლოცვას საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიციის ლიდერები ესწრებიან.