პარიზში, XVIII საუკუნის, ქვის სასახლე Chateau des Brouillards, რომელშიც ოდესღაც ცნობილი მხატვარი პიერ ოგიუსტ რენუარი ცხოვრობდა აუქციონზე 9,9 მლნ დოლარადაა გამოტანილი. სასახლე 1772 წელს პარიზელი იურისტის მიერაა აშენებული, თუმცა რენუარი მასში 1880-იან წლებში ცხოვრობდა.
ამ დროისათვის სასახლე ფრანგი ბიზნესმენის საკუთრებაა, რომელმაც ის 2002 წელს აუქციონზე 2,3 მლნ ევროდ შეიძინა.