სირიის ხელისუფლება მთელი ქვეყნის მასშტაბით ტერორიტების წინააღმდეგ მიმდინარე საბრძოლო დაპირისპირებაში საკუთარი წარმატების შესახებ აცხადებს.
ადგილობრივი სამთთავრობო ტელეარხების ინფორმაციით, მხოლოდ ქალაქ ალეპოში, რომელიც სირიის სამრეწველო დედაქალაქს წარმოადგენს ათობით ამბოხებულია განადგურებული. "პროვინცია ხომსში სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებილა ათზე მეტი ბოევიკი და გათავისუფლებულნი არიან მძევლად მყოდი მშვიდობიანი მოქალაქეები".
"ანალოგიური ინფორმაციები ტერორისადმი მიყენებუული გამანადგურებელი დარტყმების შესახებ მოდის ქვეყნის ყველა რეგიონიდან", - აცხადებს სამთავრობო ტელევიზია.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სირიის წინააღმდეგ წარმოებული ომი მალე დასრულდება.
სამთავრობო ტელევიზია ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქვეყანაში სასწავლო წელი იწყება. მერხებს ხუთი მილიონი მოსწავლე მიუჯდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 22 ათასი სკოლიდან 600 სკოლა სრულადაა განადგურებლი და მათი კონტინგენტი სხვა სკოლებზე გადანაწილდება.