აშშ-მა სუდანსა და ტუნისში საკუთარი დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და მათი ოჯახების ევაკუაცია დაიწყო. საელჩოებში დარჩებიან ის თანამშრომლები, რომელთა ადგილეებზე ყოფნა უკიდრეს აუცილებლობას წარმოადგენს.
სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ყველა ამერიკელს, რომელიც ტუნისში იმყოფება ქვეყნის დატოვების რეკომენაცია ეძლევა.
ტუნისსა და სუდანში საპროტესტო აქციები აშშ-ში გადაღებულ ანტიისლამურ ფილმს მოჰყვა.
ეგვპიტის პრემიერ-მინისტრმა ხიშმან კანდილისმა აშშ-ს მოუწოდა არ დაუშვან ისლამის შეურაცხოფა და აღნიშნა, რომ საპროტესტი აქციები თავის მხრივ არ უნდა გადაიზარდოს ძალადობაში.
შეგახსნებეთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში არაბულ ქვეყნებში ფილმის გამო გამოწვეულ ძალადობას 9 ადამიანი , მათ შორის ოთხი აშშ-ის დიპლომატი ეემსხვერპლა.