განახლებული ბაგრატის ტაძარის კურთხევის ცერემონიალი მიმდინარეობს, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს.
ტაძრის კურთხევას პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც ესწრებიან, ამასთან, ქუთაისში ღვთისმსახურებაზე დასასწრებად მრევლი საქართველოს ყველა კუთხიდან ჩავიდა.