ბაგრატის ტაძარში საქართველო სპრეზედენტი მიხეილ სააკაშვილი მივიდა, რომელსაც მიტროპოლიტი კალისტრატე შეეგება. პრეზიდენტი ტაძარში ღვთისმსახურებაზე მყოფ უმრავლესობის წევრებს მიესალმა და პატრიარქის კურთხევა მიიღო.
მიხეილ სააკაშვილი ტაძარში მეუღლესთან სანდრა ელისაბედ რულოვსთან ერთად იმყოფება.
შეგახსენებთ, ბაგრატის ტაძრის კურთხევის ცერემონიალს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ესწრებიან. ღვთისმმსახურებას პარლამენტი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, უმრავლესობის წევრებთან გიგი წერეთელთან და აკაკი ბობოხიძესთან ერთად ესწრება. ბაგრატის ტაძარში იმყოფებიან კოალიცია „ქართული ოცნების" წევრები ირაკლი ალასანია, გუბაზ სანიკიძე, ზვიად ძიძიგური, დავით უსუფაშვილი, ასევე პარტიების „თავისუფალი საქართველოს", „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის", „ლეიბორისტული პარტიის," "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" წევრები.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 9 სექტემბერს გამართულ საკვირაო ქადაგებისას, მთავრობას, ოპოზიციას და სრულიად საქართველოს მოუწოდა, რომ ამ დღეს ბაგრატის ტაძარში მივიდნენ.
"ბაგრატის ტაძრის კურთხევაზე, მომავალ კვირას, ყველას - პოზიციას, ოპოზიციას, მთავრობას, მხედრობას და სრულიად საქართველოს გიწვევთ ბაგრატის ტაძარში", - აღნიშნა უწმინდესმა 9 სექტემბერს.