თალიბები იმ სამხედრო ბაზას დაესხნენ თავს, სადაც პრინცი ჰარი მსახურობს. მოძრაობა "თალიბანის" წარმომადგენლებმა ეს ინფორმაცია "ბი-ბი-სის"-თან საუბარში დაადასტურეს და განაცხადეს, რომ ნატოს სამხედრო ბაზას "კემპ ბასტიონს" სადაც პრინცი ჰარი მსახურობს ისინი დაესხნენ თავს.
მათივე თქმით, ეს თავდასხმა ანტიმუსულმანური ფილმის "მოსულმანთა უმანკოება" (Innocence of Muslims) გადაღების გამო მოხდა.
თავად "თალიბანის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბაზას 10 ბოევიკი დაესხა თავს.
ნატოს მონაცემებით, ჰელმანდის პროვინციაში მდებარე ამ სამხედრო ბაზაზე თავდასხმას ორი ამერიკელი საზღვაო ქვეითი ემსხვერპლა.