დღეს, 16 სექტემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი თბილისში, ქვაშვეთის ტაძართან აწყობს გამაფრთხილებელ საპროტესტო აქციას ქვაშვეთის ტაძრის ეზოს კედელზე წმ. ნინოს ფემინისტური კარიკატურის დახატვის გამო.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საინიციატივო ჯგუფის სახელით ევგენი მიქელაძემ განუცხადა, აქციაზე წაკითხულ იქნება სპეციალური მიმართვა საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრისადმი მოთხოვნით მიეცეს სათანადო მორალური და სამართლებრივი შეფასება აღნიშნულ ვანდალიზმს, გამოძიებულ იქნას ფაქტი და დამნაშავეს ან დამნაშავეთა ჯგუფს დაეკისროს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
"მოვუწოდებთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა წევრს მობრძანდეს აქციაზე და ერთად დავიცვათ ქართული ეკლესიის სიწმინდეები მომავალში შესაძლო თავდასხმებისგან", - აცხადებს ევგენი მიქელაძე.