საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს ბაგრატის ტაძრის კურთხევაზე მისვლისკენ მოუწოდა, _ აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტმა ბაგრატის ტაძართან სიტყვით გამოსვლისას განცხადა.
"ვუერთდები პატრიარქის მოწოდებას, რომ ყველანი ერთად, განურჩევლად პარტიული შეხედულებებისა, მოვიდეთ ამ ტაძრის კურთხევაზე. შეიძლება ბევრი რაღაც გვყოფდეს, მაგრამ არის საკითხები, სადაც არ შეიძლება ამ გაყოფას ხაზი გადაუსვათ და წინ გამოვიტანოთ, რადგან საბოლოო ჯამში ჩვენი მტრის დამარცხება და ჩვენი ერის გამარჯვება დამოკიდებულია ერთ მთავარ ძალაზე, რომელიც გაგვაჩნია, რომელიც საქარველოს ყოველთვის გადაარჩენდა: ჩვენი ძალა ჩვენს ერთობაშია", - განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ხელისუფლების, ოპოზიციისა და მხედრობის წარმომადგენლები ბაგრატის ტაძარში მიიწვია. პატრიარქმა ბრძანა, რომ 16 სექტემბერს ბაგრატის ტაძარი იხსნება და ის წირვა-ლოცვას ქუთაისში აღავლენს. "იქნება ბაგრატის ტაძრის კურთხევა. ტაძრის ამშენებელი მეფე ბაგრატი არის საქართველოს გამაერთიანებელი. ამიტომ ყველას - პოზიციას, ოპოზიციას, მთავრობას, მხედრობას და სრულიად საქართველოს მომავალ კვირას გიწვევთ ბაგრატის ტაძარში", - ბრძანა პატრიარქმა.