მოსკოვში ოპოზიციური მსვლელობა დაიწყო. დღეს დაგეგმილი ე.წ. მილიონიანი მარშის ფარგლებში დიდი საპროტესტო მიტინგი მოსკოვის დროით 16:00 საათზე დაიწყება.
მასობრივი თავშეყრის ადგილზებში პოლიციის გაძლიერებული დანაყოფები პატრულირებენ. აქციის მონაწილეთა რაოდენობის შესახებ ასევე აქედანვე ურთიერთგამომრიცხავი ციფრები სახელდება. ოპოზიციის ლიდერი უდალცოვი აცხადებს, რომ აქვიებში 100 000 მდე ადამიანი მონაწილეობს, მაშინ როდესაც პოლიციის მონაცემენით აქციის მონაწილეთა რაოდენობა 11 ათასია.
მოსკოვში თავშეყრის რამდენიმე ადგილიდან კოლონები შემაჯამებელი მიტინგის ჩატარების ადგილისაკენ მიემართებიან. ერთ-ერთ კოლონას ოპოზიციონერი სერგეი უდალცოვი ხელმძღვანელობს.
"დღეს ჩვენი მთავარი ლოზუნგია - ხელისუფლება მილიონებს და არა მილიონერებს", _ აცხადებს უდალცოვი. აქციის მსვლელობას დამკვირვებლები ადევნებენ თვალს.