ფილმ "მუსულმანების უმანკოების" -ს გადამღები ჯგუფის აქტიური მონაწილე ნაკულა ბასილი კალიფორნიის შტატში დაკითხვაზე დაიბარეს. ამის მიზეზი გახდა ის, რომ მან თაღლითობისათვის გასამართლების შემდეგ მისთვის მიცემული გამოსაცდელი ვადა დაარღვია. ინფორმაციას ამის შესახევ "როიტერი" ავრცელებს.
დასავლური მედიის ინფორმაციით, არსებობს ეჭვი, რომ ქრისტიანი-კოპტების ორგანიზაციის წევრი ნაკულა ანტიმუსულმანური ფილმის შემქმნელებს საორგანიზაციო მხარდაჭერას უწევდა.
"როიტერი" წერს, რომ ნაკულას ბორკილები არ ადევს და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან "ნებაყოფლობით" თანამშრომლობს.
დაკავშირებულია თუ არა ნაკულას დაკითხვაზე გამოძახება ანტიმუსულმანურ ფილმ "მუსულმანების უდანაშაულობასთან" ამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.