"ჩვენ სამართლიან ბრძოლაში მარტონი არ ვიქნებით, ჩვენ საერთაშორისო საზოგადოება და დემოკრატიული სამყარო დაგვიდგება გვერდში", _ განაცხადა კოალიცია ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა სამცხე-ჯავახეთში გამართული "ქართული ოცნების" აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.
ამასთან ერთად, მათ გასაგონად "ვისაც სჯერა, რომ თუ "ნაციონალური მოძრაობა" არ იქნება ქვეყნის სათავეში - სახელმწიფო დაიღუპება" განაცხადა, რომ ეს - სასაცილოა და აბსურდია.
"მინდა დღეს ამ ქალაქიდან მივმართო ჩვენს ძმებს და დებს, ვიდაც ჯერ კიდევ სჯერა, რომ თუ "ნაციონალური მოძრაობა არ იქნება ხელისუფლებაში სახელმწიფო აღარ იარსებებს - სასაცილოა და აბსურდია ეს ყველაფერი. ზუსტად მათი წასვლით, ჩვენ ღირსეულ სახელმწიფოს ავაშენებთ და ღირსებას დავუბრუნებთ ჩვენს ქვეყანას - ყველაფერი პირიქით იქნება",_ განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ არც ერთი ცივილიზებული ქვეყნისათვის ხელისუფლების ცვლილება ტრაგედია არ ყოფილა და ჩვენთვის, არათუ ტრაგედია არამედ ღირსების დაბრუნების ტოლფასი იქნება ამ ხელისუფლების შეცვლა და არჩევნებით მისი ძალადობიდან გათავისუფლება.
"სწორედ ცივილიზებული სამყარო შეთანხმდა იმაზე, რომ ხელისუფლება გარკვეული ვადით უნდა აირჩიოს მოსახლეობამ და ისევ არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს იგი და აი ამას მოვახერხებთ ჩვენ ზუსტად 1-ელ ოქტომბერს და ეს არის დემოკრატიისა და ცივილიზაციის მონაპოვარი რომელიც უნდა დავიცვათ ძალიან მკაცრად. ამაში ჩვენ საერთაშორისო საზოგადოება და დემოკრატიული სამყარო დაგვიდგება გვერდში. ჩვენ სამართლიან ბრძოლაში მარტონი არ ვიქნებით - ჩვენ ამის გვჯერა და თქვენც გარწმუნებთ.
ეს უცხოელები იმდენჯერ გააწბილა სააკაშვილმა, რომ აღარავინ ხუჭავს თვალს მის მორიგ უკანონობებზე. მთელმა მსოფლიომ ისევე როგორც ჩვენმა ხალხმა დაინახა, რომ სააკაშვილისა და მისი ხელქვეითების წყალობით ცოცხალი დემოკრატიული ქვეყნის მაგივრად საქართველო დემოკრატიის ფიტულად გადაიქცა", _ განაცხადა ივანიშვილმა.