"კურორტს ბორჯომის ნაწილი გაპარტახებულია, ნაწილი კი სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას აქვს მითვისებული. რომანოვების უნიკალური სასახლე, სააკაშვილის ოჯახის პირად დასასვენებელ სახლადაა გადაქცეული - ასე აქვს მას მითვისებული მთელი საქართველო ჩვენ ამას დავამთავრებთ 1-ელ ოქტომბერს და გაემზადეთ გამარჯვებისთვის", _ განაცხადა კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა სამცხე-ჯავახეთში მოსახლეობასთან შეხვედრისას სიტყვით გამოსვლისას.
"ბორჯომის უნიკალურობაზე მთელი მსოფლიო შეთანხმებულია. მის უნიკალურ წყალს ას წერზე მეტია საერთაშორისო აღიარება აქვს მოპოვებული. უფროს თაობას კარგად ახსოვს, როდესაც ჩვენი ქვეყანა, ჯერ კიდევ საბჭოთა იმპერიის ნაწილი იყო, საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხზე მსჯელობისას ბორჯომს - ქვეყნის ეკონომიკის გადამრჩენადაც ასახელებდნენ. რა ტქმა უნდა ასეთი შეფასება რომანტიკული და გულიბრყვილო იყო, თუმცა იმას მაინც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ იმდენად მაინც ვერ მოვუვლიდით ამ ბუნებრივ სიმდიდრეს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა უკიდურეს არ ჩავარდნილიყო. ინფრასტრუქტურის ძირითადი ნაწილი მთლიანად გაპარტახებული და მოშლილია, ხოლო ნაწილი სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ მიითვისა",_ აცხადებს ივანიშვილი.
მისივე თქმით, რომანოვების უნიკალური სასახლე, სააკაშვილის ოჯახის პირად დასასვენებელ სახლადაა გადაქცეული - "და მას არ სულაც არ ადარდებს, რომ ეს სასახლე კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის ძეგლია. ასე აქვს მას აქვს მითვისებული მთელი საქართველო და ამიტომაცაა რომ ასე ებღაუჭება ხელისუფლებას. ჩვენ ამას დავამთავრებთ 1-ელ ოქტომბერს და გაემზადეთ გამარჯვებისთვის", _ განაცხადა ივანიშვილმა.