„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდადეტებმა დღეს პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.
ნიაზ ზოსიძე და ირაკლი ნარაკიძე ახალგაზრდებს „ქრისტიან-დემოკრატიულ ღირებულებებზე და ფასეულობებზე ესაუბრნენ. შეხვედრის მონაწილეებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს იმაზე, თუ რატომ ირჩევენ „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას" და რატომ არიან ისინი ამ პარტიის მხარდამჭერები.
„დღევანდელი შეკრებით გვინდოდა კიდევ ერთხელ გამოგვეხატა ჩვენი მხარდაჭერა და გვერდში დგომა „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" მიმართა. ჩვენ კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ იმაზე, თუ რატომ ვართ ქრისტიან-დემოკრატებში და რას ნიშნავს ჩვენთვის ეს მოძრაობა. დღევანდელ შეხვედრაზე დეპუტატობის კანდიდადებთან ერთად დავსახეთ ახალი გეგმები და მიზნები, რომელსაც მომავალში ერთიანი ძალისხმევით განვახორციელებთ." - განაცხადა ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე მაგდა ქობულაძემ.