მუსულმანებმა სიდნეიში აშშ-ს საკონსულოზე იერიში მიიტანეს. ავსტრალიის ყველაზე მსხვილი ქალაქის პოლიციამ აშშ-ს საკონსულოს შენობასთან დემონსტრანტთა დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
სიდნეის დაახლოებით 1000 მდე მაცხოვრებელმა, რომელიც მუსულმანური აღმსარებლობს არიან აშშ-ს საკონსულოსთან თავი მოიყარა იმისათვის რათა აშშ-ში გადაღებული ფილმის "მუსულმანების უდანაშაულობის" გამო პროტესტი გამოეხატა. დემონსტრანტებს, რომელთა უმრავლესობას მამაკაცები შეადგენდნენ თან ჰქონდათ შემდეგი შინაარსის პლაკატები "ჩვენი გარდაცვლილები სამოთხეში არიან - თქვენები კი ჯოჯოხეთში", "მოკვეთეთ თავები მათ ვინც წინასწარმეტყველს ამცირებს".
რამდენიმე ათეულმა ადამიანმა საელჩოს შენობის ტერიტორიაზე შერწევა სცადა. ისინი პოლიციას ქვებსა და ბოთლებს ესროდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელებს შორის არიან დაჭრილები. ამ დროისათვის სიდნეის ცენტრი გადაკეტილია და ქუჩებში პოლიცია პატრულურებს.