„ქართულ იოცნების" ზუდგიდის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ალასანია მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. დეპუტატობის კანდიდატმა კოალიციის წინასაარჩევნო პროგრამა სოფელ ორსანტიას მოსახლეობას გააცნო. განსაკუთრებული ყურაღება კი ზუგდიდის განვითარებაში ასი მილიონის ჩადებასა და იაფი კრედიტების აუცილებლობაზე გაამახვილა.
„დღეს რაც ამ სოფელს ყველაზე მეტად აწუხებს მივიწყებული სოფლის მეურნეობა და ტოტალური უმუშევრობა. ჩვენ ვისაუბრეთ აფხაზებთან ურთიერთობის პერსპექტივაზე, რკინიგზის გახსნაზე, გზის გახსნაზე. სწორედ ძლიერი ზუგდიდი და მთლიანად სამეგრელო გახდება გამაერთიანებელი ქართველებსა და აფხაზებს შორის", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ სოფელ ორსანტიაში მოსახლეობასთან შეხვედრაზე.
მასალის გამოყენების პირობები