3 თებერვალს, 11:00 საათზე, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღამსრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ჭელიძე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
1-ლი თებერვლიდან ფუნქციონირება დაიწყო ახალმა სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (ვებ-გვერდი: წწწ.გეოსტატ.გე). დაინიშნა სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ჭელიძე. დამტკიცდა და ძალაში შევიდა ახალი სტრუქტურა და დებულება. შეიქმნა რამდენიმე ახალი სტრუქტურული ერთეული.
სტატისტიკის ეროვნული სამსახური შექმნილია "ოფიციალური სტატისტიკის შესახებ" 2009 წლის 11 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე და მისი საქმიანობა ეფუძნება ოფიციალური სტატისტიკის ძირითად პრინციპებს.