„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" შუახევის მაჟორიტარი კანდიდატები შოთა ჯიბლაძე და ნუგზარ ფუტკარაძე შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლების ბუთურაულისა და ფურტიოს მოსახლეობას შეხვდნენ.
დეპუტატობის კანდიდატებმა მოსახლეობის პრობლემები დაწვრილებით მოისმინეს და მათ პარტიის პროგრამა და პრიორიტეტები გააცნეს.
შოთა ჯიბლაძე შუახეველებს განათლების სფეროში არსებულ პრობლემებზე ესაუბრა და ქდმ-ს საარჩევნო პროგრამის იმ ნაწილზე გაამახვილა ყურადღება, სადაც განათლების სისტემის გაუმჯობესებაზეა საუბარი.
ნუგზარ ფუტკარაძე ამომრჩევლებს გამარჯვების შემთხვევაში იმ პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა, რომლებიც სოფლის მცხოვრებთათვის ყველაზე უფრო აქტუალურია.
„ჩვენ დაწვრილებით გავეცანით ყველა იმ პრობლემას, რომელიც აქ მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებს. ესენია გზისა და ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობა, სარწყავი სისტემის არარსებობა და მთავარი, რასაც შუახეველები ყველაზე მეტად განიცდიან, მეწყერული პროცესების პრევენციის აუცილებლობა. ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში ვიძლევით პირობას, რომ ყველა ეს პრობლემა მაქსიმალურად იქნება მოგვარებული" - განაცხადა ნუგზარ ფუტკარძემ.