ბენღაზიში გარდაცვლილი ოთხი ამერიკელის ცხედარი სამშობლოში გადაასვენეს. ვაშინგტონთან მდებარე ავიაბაზაზე ცხედრებს ამერიკის პრეზიდენტი და სახელმწიფო მდივანი დახვდნენ.
"ეს იყო ძალიან მძიმე კვირა, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტისთვის, ისე ჩვენი ქვეყნისთვის. განხორციელდა თავდასხმა ჩვენს მისიაზე ბენღაზიში, რა დროსაც ოთხი მამაცი ამერიკელი გარდაიცვალა. ჩვენ ვნახეთ გაღიზიანება და ძალადობა, რომელიც ამერიკის საელჩოების მისამართით იყო მიმართული ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოს გამო, რომელთანაც ჩვენ არანაირი კავშირი არ გვქონდა. ეგვიპტის, ლიბიის იემენისა და ტუნისის მოქალაქეებმა არ უნდა გაცვლონ დიქტატორების ტირანია მასის ტირანიაზე. გონიერმა ადამიანებმა და პასუხისმგებლობის მქონე ლიდერებმა ამ ქვეყნებში ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ აღადგინონ უსაფრთხოება და მშვიდობა", - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.