დაღესტანში სპეცოპერაციის ჩატარებისას სამი პოლიციელი მოკლეს. ინფრმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შს სამინისტროს სამი თანამშრომელი სოფელ ხუტრახში ჩრდილოკავკასიელ მებრძოლებთან შეტაკებაში მოკლეს.
რუსული მედიის ინფორმაციით, სპეცოპერაცია ამჟამადაც გრძელდება. ჩრდილოკავკასიელი მებრძოლები სოფლის განაპირას მდებარე სახლში არიან გამაგრებულნი და დანებებას არ აპირებენ.