თბილისის მერი გიგი უგულავა დიდ დიღომში საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატ ანდრია ურუშაძესთან ერთად ამომრჩეველთან შეხვედრა გამართა. გიგი უგულავამ ამომრჩეველს "ნაციონლური მოძრაობის" კალენდარი გააცნო. უგულავას თქმით, მომდევნო ოთხი წელი ორიენტაცია უნდა გაკეთდეს არა შენობებზე, ავტობუსებსა და საავადმყოფოებზე, არამედ ადამიანებზე, რომლებიც ამ ყველაფრით სარგებლობენ.
" ჩვენ ერთად შევძელით დაგვემარცხებინა კორუფცია. ეს არის მნიშვნელოვანი მიღწევა იმიტომ, რომ ჩვენ შევძელით სუფთა საზოგადოების ჩამოყალიბება. მაგრამ ამის მიუხედავად, რა თქმა უნდა, პრობლემა არის კვლავ უმუშევრობის საკითხი. სწორედ ამიტომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" გადავწყვიტეთ თითოულ საქართველოს ოჯახს, თითოეულ თქვენგანს დავუდოთ ხელშეკრულება ამ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. ეს არის სამუშაო ადგილების შექმნა, ეს არის უმუშევრობის დაძლევა, ეს არის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა. ჩვენ გაფორმებული ხელშეკრულების ვადებსაც ვთავაზობთ, რომ თითოეულ თქვენგანს ჰქონდეს შესაძლებლობა გადაამოწმოს რა ვადაში არის შესაძლებელი კონკრეტული პროგრამის შესრულება ", - განაცხადა გიგი უგულავამ.