გაეროს უშიშროების საბჭომ დაგმო რიგ არაბულ ქვეყნებში დასავლეთის სახელმწიფოების დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმის ფაქტები.
"გაეროს უშიშროების საბჭომ მოუწოდა ყვეელა ვეყნის ხელისსფფლებას დაიცვან დილოომატიური მისიებისა და საკონსულოების საკუთრება, მათი თანამშრომლები, როგორც ამას მოითხოვს შესაბამისი საერთაშორისო ნორმები", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც უშიშროების საბჭოს სახელით გაეროში გერმანიის მუდმივმა წარმომადგენელმა ეტერ უტინგმა გაახმოვანა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკელი პროდისერების დახმარებით გადაღებულმა ფილმმა - Innocence of Muslims (მუსულმანთა უმანკოება) არაბულ ქვეყნებში საპროტესტო აქციები გამოიწვია. დაღპულია 9 ადამიანი, მათ შორის ოთხი აშშ-ის დიპლომატი.
გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა ფილმთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მისი გადაღება სავარაუდოდ ემსახურებოდა სისხლისღვრასა და შეუწყნარეობლობის გაღვივებას.