მდინარე ენგურის პირას ხანდაზმული მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ცხედარს ძალადობის კვალი არ ეტყობოდა. მას თან ჰქონდა საბუთები, რომელთა მიხედვითაც ეს 1924 წელს დაბადებული მამულაშვილი ანდრეი ანტონის ძეა, რომელიც თბილისში, პეტრიაშვილის ქუჩაზე ცხოვრობს.
გალის ე.წ. მილიციის უფროსის ლაურენს კოღონიას ინფორმაციით, აფხაზური მხარე გარდაცვლილის ვაჟს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ ოჯახური კონფლიქტის გამო მისი მამა სახლიდან წავიდა, დატოვა წერილი, რომელშიც იყო თხოვნა არ დაეტირებინათ ის და პანაშვიდიც არ გადაეხადათ მისთვის.
ლოურენს კოღონია ასევე აცხადებს, რომ შესაძლოა ანდრეი მამულაშვილს ენგურის გადაკვეთა სურდა და შესაძლოა მას გალის რაიონში ნათესავებიც ჰყავს, თუმცა იგი ცუდად გახდა ან წყალმა წაიღო და მან გონება დაკარგა.
ამოცნობის შემდეგ მამულაშვილის ცხედარი ვაჟიშვილს გადასცეს.
მასალის გამოყენების პირობები