არაბულ ქვეყნებში სკანდალური ანტიისლამური ფილმის, "მუსულმანთნა უმანკოების" გამო დაძაბულობა იზრდება. ამ დროისთვის ხუთი ადამიანია დაღუპული. ტუნისში აშშ-ის სალეჩოზე შტურმის დროს სამი ადამიანი დაიღუპა. აქვე დაწვეს ამერიკული სკოლა, რომელშიც ინციდენტის დროს არავინ იმყოფებოდა.
ხარტუმში ასევე მოხდა აშშ-ის საელჩოზე თავდასხვა, რომლის დროსაც ერთი ადამიანი დაიღუპა. ერთი ადამიანია დაღუპული ლიბანშიც.
ფილმის გამო დემონსტრაციები მიმდინარეობს ეგვიპტესა და იემენშიც.
კაიროს ქუჩებში გამოსული 500 ათასი ადამიანის წინააღმდეგ, რომლებიც აშშ-ის საელჩოსკენ მიემართებოდნენ, ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
ეგვიპტის პრეზიდენტმა მოჰამედ მუსრიმ ნაციონალურ ტელეარხზე თანამოქალაქეებს მიმართა. მან ხალხს სიმშვიდის შენარჩუნებისა და უცხო ქვეყნების საელჩოებზე თავდასხმებისგან თავის შეკავებისაკენ მოუწოდა.
ეგვიპტეში რიგმა რელიგიურმა ჯგუფებმა მოსახლეობას საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდეს, თუმცა მოგვიანებით მრავალმა მათგანმა უკან წაიღო თავისი მოწოდება. ნათელი ხდება, რომ აქციებმა შეიძლება უმწვავესი ხასიათი მიიღოს.
ქვეყნის მმართველმა პარტიამ "ძმები მუსილმანები" ასევე გააკეთა მოწოდება თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ ისინი საზოგადოებას სიმბოლური მარშისკენ მოუწოდებდნენ.
ბი-ბი-სის ინფორრმაციით, ეს ფაქტობრივად ხელსუფლებისა და რადიკაური ისლამისტების თანამშრომლობის პირველი ნიშანია, როდესაც ისინი ცდილობენ ესკალაციის თავიდან აცილებას.
ლიბიის დედაალაქ ტრიპოლში კი დემონსტრანტებმა ამერიკული რესტორნების ქსელის ფასტ-ფუდის KFC-ის შენობა დაწვეს.
შეტაკებებს ჰქონდა ადგილი იემენის დედაქალაქ სანში. ფილმის გამო დაწყებილი ინცინდენტების მსხვერპლთა შორისაა ლიბიაში აშშ-ის ელჩი კრიტოფერ სტივენსი და სამი დიპლომატი.
საპროტესტო აქციებში მონაწილეები აცხადებენ, რომ ამერიკელი პროდიუსერების დახმარებით გადაღებული ფილმი შეუარაცხყოფას აყენებს მოციქულ მუჰამედს.