დღეს, 15 სექტემბერს, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრში 134-ე თეატრალური სეზონი გაიხსნება სპექტაკლით "გვესაჭიროება მოხუცი კლოუნი" (მატეი ვიშნეკის).
სპექტაკლის რეჟისორია გიორგი თავაძე. მონაწილეობენ მსახიობები: მამუკა მანჯგალაძე, ტიტე კომახიძე, რამაზ იოსელიანი და ზაზა ზოიძე.
სპექტაკლის პრემიერა 2011 წლის 12 ივნისს გაიმართა.