"რუსეთთან ურთიერთობას ჩვენი ინტერესების უგულებელყოფის ხარჯზე არ ავაწყობთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველოს მიზანი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანებაა.
"რუსეთთან ურთიერთობას არასდროს ავაწყობთ ჩვენი ეროვნული ინტერესებისა და სუვერენული ინტერესების დათმობის ხარჯზე. აღარასდროს ვიქცევით მონებად და ვიღაცის ინტერესების მსახურებად. შევთანხმდეთ, რომ ერთგული ვიქნებით ევროპული მისწრაფებებისა და ერთიანი ძალებით ვიღვაწებთ საქართველოს სტატუსის მოსაპოვებლად ნატოში", - განაცხადა სააკაშვილმა.