"ელიტ ელექტრონიქსის" მაღაზიათა ქსელს ერთი ახალი მაღაზია დაემატა. ხვალ, 15 სექტემბერს, 13:00 საათზე, ქალაქ ქუთაისში, კ. გამსახურდიას ქ. 5-ში, რეგიონული მასშტაბით ყველაზე დიდი მაღაზიის გახსნის ცერემონია გაიმართება. კომპანია ამ ფაქტთან დაკავშირებით ადგილობრივ მომხმარებლებს უამრავ სიახლეს სთავაზობს.
მაღაზია მოიცავს 700 კვადრატულ მეტრს, სადაც წარმოდგენილია "ელიტ ელექტრონიქსის" ექსკლუზიური ბრენდების ათასზე მეტი დასახელების საყოფაცხოვრებო ტექნიკა. მაღაზიაში იმოქმედებს ყველა ის აქცია, რომლიც მიმდინარეობს კომპანიის მთელ ქსელში.
"ელიტ ელექტრონიქსი" დღესდღეობით ტექნიკის ბაზარზე ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელითაა წარმოდგენილი, კომპანია მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე 38 მაღაზიას ფლობს. "ელიტ ელექტრონიქსის" ქსელში ათასამდე ადამიანია დასაქმებული, რომლებიც მუდმივად გადიან გადამზადების და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს.
სს "ელიტ ელექტრონიქსი" საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე 16 წელია ფუნქციონირებს და მისი მიზანია მიაწოდოს თანამედროვე ტექნოლოგიები და ხარისხიანი პროდუქცია თითოეულ ოჯახს საქართველოში. "ელიტ ელექტრონიქსი" გამოირჩევა საუკეთესო მომსახურებითა და ტექნიკის ფართო ასორტიმენტით. საუკეთესო ფასები, ფართო და მუდმივად განახლებადი ასორტიმენტი, საგარანტიო და გაყიდვის შემდგომი მომსახურება, შეძენილი ნივთის ადგილზე მიტანა, საქონლის განვადებით შეძენა, მომსახურების მაღალი დონე და ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ მომხმარებელთან, ყოველივე ეს განაპირობებს "ელიტ ელექტრონიქსის" დღევანდელ სახელსა და ადგილს საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე.
"ელიტ ელექტრონიქსი" წლის ბოლომდე მომხმარებლებს კიდევ უამრავ სიახლეს შესთავაზებს.