"ნატოში ინტეგრაციის პროცესი წარმატებულად ხორციელდება", _ განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროინტეგრაციის საკითხებში თორნიკე გორდაძემ ნატოს ელჩებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
"ნატოს ელჩების საქართველოში ვიზიტი იმ დინამიკის მაჩვენებელია, თუ როგორ ვითარდება ჩვენი ურთიერთობები ნატოსთან. ვაგრძელებთ ბრიუსელში მაღალი დონის შეხვედრებს და ის ინსტრუმენტები, რაც ნატოსთან ურთიერთობაში გვაქვს, ეს არის ნატო-საქართველოს კომისია, წარმატებულად ხორციელდება", - განაცხადა გორდაძემ.
შეგახსენებთ, რომ ნატოს ელჩები საქართველოს 13 სექტემბერს ესტუმრნენ. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ელჩები უვე შეხვდნენ სახალხო დამცველს, არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს. ელჩებმა რუსთავში მდებარე იუსტიციის სახლი და გორში მდებარე სამხედრო ბაზა მოინახულოს და ვერხვების დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ.