სუდანის მცხოვრებლებმა ხარტუმში მდებარე აშშ-ის შენობაზე იერიში მიიტანეს. პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოყენა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი "ალ-არაბია" ავრცელებს.
რამდენიმე ხნით ადრე სუდანის დედაქალაქში დემონსტრანტებმა გერმანიის საელჩოზე იერიში მიიტანეს.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა შენობის ფანჯრები დაამტვრიეს და გემანიის დროშის ნაცვლად ისლამის სიმბოლიკა აღმართეს.