თუ უკრაინა ხორბლის ექსპორტზე მორატორიუმს დააწესებს, ხორბლის ფასი სერიოზულად დაეცემა და ფერმერები 2012-2013 წლისთვის რეკორდულად მცირე ხორბალს დათესავენ. ამის შესახებ განცხადება სოფლის მეურნეობის მომსახურების კოოპერატივთა კავშირის თავმჯდომარემ ივან ტომიჩმა გააკეთა.
იმავდროულად, უკრაინის აგრარული კონფედერაციის გენერალური დირექტორის, სერგეი სტოიანოვის განმარტებით, 2011 წლის ოქტომბრიდან ქვეყანაში მოქმედებს მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც, ექსპორტზე გარკვეული ლიმიტია დაწესებული. ლიმიტი ხორბალზე 4 მლნ ტონას, ქერზე 3 მლნ ტონას, ხოლო სიმინდზე 12,5 მლნ ტონას შეადგენს.