პლატინის ღირებულებამ ბოლო 5 თვის მაქსიმუმს მიაღწია, რაც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში პლატინის მომპოვებელ საწარმოში გაფიცვებს უკავშირდება.
ნიუ-იორკის ბირჟაზე პლატინის ღირებულებამ 25 %-ით მოიმატა და უნციაზე 1 647,7 დოლარი შეადგინა. "სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში სიტუაცია უფრო მძიმდება, რაც პლატინის ფასზეც ადეკვატურად აისახება", - განაცხადა ანალიტიკური კომპანია Marex Spectron Group Ltd-ის წარმომადგენელმა დევიდ გოვეტმა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პლატინის მომპოვებელი მსოფლიოს უდიდესმა კომპანია Anglo-American Platinum Ltd-მა მოპოვება შეაჩერა. ამის შემდეგ კი ამ ბიზნესში ვითარება შეიცვალა, რადგანაც რამდენიმე მომპოვებელ კომპანიაში მუშებმა გაფიცვა დაიწყეს.