ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ახლად შეერთებული ტერიტორიები, სამრეწველო და საზოგადოებრივი პროექტების განხორციელების მიზნით, რამდენიმე ზონად დაიყოფა.
ახლად შეერთებული ტერიტორიები დაიყოფა, მათ შორის, ლანდშაფტურ და სარეკრეაციო, სასოფლო-სამეურნეო, საკურორტო, სატრანსპორტო, საზოგადოებრივ და საცხოვრებელ ზონებად.