რუსი ჟურნალისტი იულია ლატინინა გამოცემა "სობესედნიკთან" საუბარში საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარზე საუბრობს და აცხადებს, რომ მისი ვერსიით მოვლენების განვითარების შემთხვევაში ვლადიმერ პუტინი ბიძინა ივანიშვილს "სააკაშვილის მიერ წართმეულ გამარჯვებას დაუბრუნებს".
"ვლადიმერ ვლადიმერის ძეს ძალიან უნდა სააკაშვილის "ერთი ადგილით" დაკიდება. თუ იქნება დარტყმა ისრაელისა ირანზე, ალბათობა იმისა, რომ ვლადიმერ ვლადიმერის ძე თავის ამ სურვილს შესრულებს, ძალიან დიდია. და ამის მიზეზი იქნება შემდეგი: 1-ელ ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქართული ოპოზიცია ქუჩაში გამოდის ლოზუნგებით: "ჩვენ მოგვპარეს გამარჯვება". შედეგების მიუხედავად, ლოზუნგი სწორედ ასეთი იქნება. ამის შემდეგ ივანიშვილი, რომელიც ჩემი პირადი აზრით, ყველაზე მსხვილია იმ ადამიანთაგან, რომლებზედაც პუტინი ფსონს დებს - გიორგაძეს, ებრალიძეს, ნოღაიდელს ვგულისხმობ - ან იგივე ბურჯანაძე მიმართავს მას დახმარების თხოვნით და რუსეთი ძმური დახმარებისთვის მზად იქნება. კრემლის ჩინოვნიკებს სწორედ ეს სურთ. პატარა გამარჯვების მომტანი ომი მათთვის აუცილებელია", _ აცხადებს ლატინინა და განმარტავს: "ყოველივე ამას იმიტომ ვამბობ, რომ თუ ისრაელი ირანს დაარტყამს, აშშ-ს საქართველოსთვის ნამდვილად არ ეცლება და რუსეთი ჯარი, "დემოკრატიის მატარებლები" შევლენ თბილისში და დაუბრუნებენ ივანიშვილს გამარჯვებას არჩევნებში, რომელიც მას სააკაშვილმა წაართვა".