22 სექტემბერს, 18:00 საათზე, აჭარაბეთის შენობაში (ყოფილი გამომცემლობა "სამშობლო") გაიმართება დიჯეების საერთაშორისო ფესტივალი "თბილისის ელექტრო ღამე 2012".
ფესტივალში მონაწილეობენ მსოფლიოში ცნობილი უცხოელი დიჯეები: FER FERRARI/Buenos Aires, AMIR GROOVE/London, JOHNNY FIASCO/Chicago, JUNIOR LOPEZ/Barcelona და ექვსი ცნობილი ქართველი დიჯეი - The Forest, Gio Shengelia, Tomma, Jorjick, Bero, Mouse.
ფესტივალის ფარგლებში, 21 სექტემბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო "DeepClass Records-ი ხუთი წლის იუბილესთან დაკავშირებით სემინარს ქართველი მუსიკოსებისთვის გამართავს. ევროპის ელექტრონული მუსიკის წამყვანი სტუდიისა და საპროდიუსერო კომპანიის DeepClass Records- ის მოქმედი პროდიუსერები და ხელმძღვანელები ელექტრონული მუსიკალური ინდუსტრიის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრებენ. სემინარზე მიწვეულნი იქნებიან ქართული ელექტრონული მუსიკის პროდიუსერები და შემსრულებლები.
დიჯეების საერთაშორისო ფესტივალი "თბილისი ელექტრო ღამე 2012" თბილისის მერიის მხარდაჭერითა და ფროდაქშენ კომპანია "რეამბიშენსის" ორგანიზებით გაიმართება.