გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმში გერმანელი არტისტების, გერჰარდ შაბელისა და თომას ჰაიბერის კონცეპტუალური გამოფენა მიმდინარეობს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ფოტოსურათები და ვიდეოინსტალაციები მუსიკალურ ფონზე.
ხელოვანთა დუეტი, როგორც მათ გერმანიაში უწოდებენ "ცაიტ-ტრაგენი", დიდი ხანია ერთად მუშაობს და ცდილობს მუსიკალური კომპოზიციის ტექნიკა მოძრაობასა და სურათებში გადაიტანოს.
გამოფენა ლიტერატურის მუზეუმში 21 სექტემბრამდე გაგრძელდება.