საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილGსააკაშვილმა წყალტუბოში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ადგილობრივებთან სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ წყალტუბოდან გაჭირვებასა და უმუშევრობას განდევნის.
,,ვიწყებთ წყალტუბოს სარეაბილიტაციო პროცესს. Eეს არის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური გეგმა, რომელიც მე მქონდა. ჩვენ ყველანი ერთად, ერთობლივი მუშაობით, ერთხელ და სამუდამოდ წყალტუბოდან გავდევნით უმუშევრობას, გაჭირვებას, უიმედობას, უპერსპექტივობას. ჩვენ დავუბრუნებთ ჩვენ დავუბრუნებთ წყალტუბოსა და თითოეულ აქ მცხოვრებს მომავალას", _ განაცხადა პრეზიდენტმა.