მსოფლიო ბაზარზე ოქროს ფასმა 6 თვის მაქსიმუმს მიაღწია, რაც აშშ-ს სარეზერვო სტიმულირებას უკავშირდება. პარასკევს უნცია ოქროს ფასმა 1.773,70 დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც წინა ვაჭრობაზე მისი ღირებულება 1.766,29 დოლარი იყო. აგვისტოსთან შედარებით ოქროს ფასი 10 %-ითაა გაძვირებული.