"არჩევნების შედეგები ქართველი ხალხის სურვილს უნდა შეესაბამებოდეს", _ აღნიშნულის შესახებ საქართველოში სტუმრად მყოფმა ნატოში ესტონეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ლაური ლეპიკმა განაცხადა. როგორც ,,რუსთავი-2"-თან საუბარში ლეპიკმა განაცხადა მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს.
,,ჩვენ უკვე შევხვდით სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს, სახალხო დამცველს. არჩევნების მოახლოება აშკარად იგრძნობა. მნიშვნელოვანია, რომ შევხვდი სხვადასხვა ადამიანებს და გავიგე მათი აზრი და გადავეცი მესიჯები, რომ ჩვენი მთავრობა არჩევნების შედეგებთან მიმართებაში მიუკერძოებელი დარჩება. მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს და შედეგებიც ასეთივე უნდა იყოს. ის ქართველი ხალხის სურვილსა უნდა გამოახატავდეს. Aარა მხოლოდ საარჩევნო პროცესს, არამედ შედეგსაც, როგორიც არ უნდა იყოს ის პატივისცემა სჭირდება. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ყველაფერი კონსტიტუციის ჩარჩოებში მოექცეს. Dდემოკრატიული საზოგადოების განვითარება პასუხისმგებლობის მიხედვით იზომება. Yანუ ყველა საკუთარ ქმედებებზე უნდა იყოს პასუხისმგებელი. საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებით დააკვირდება არა მხოლოდ საარჩევნო პროცედურებს, არამედ მთლიანად პროცესს", _ განაცხადა ლაური ლეპიკმა.