„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" შაუხევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში შუახევის მუნიციპალიტეტში, ჭვანას თემის სოფელ ხიჭაურის მოსახლეობას შეხვდნენ.
დეპუტატობის კანდიდატები მოსახლეობის პრობლემებს გაეცნენ და მათ ქდმ-ს წინასაარჩევნი პროგრამა და პარტიის პრიორიტეტები წარუდგინეს.
შოთა ჯიბლაძემ ჭვანელებს განათლების სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ესაუბრა. მისი განცხადებით ამ სფეროში მთავარ პრობლემას განათლების ხელმიუწვდომლობასთან ერთად სახელმწიფოს მხრიდან სკოლის პედაგოგების მუდმივ საკონკურსო რეჟიმში ჩაყენება წარმოადგენს, რაც სწავლების ხარისხზეც აისახება.
ნუგზარ ფუტკარაძემ შეხვედრაზე გზებისა და ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით შუახეველებისთვის ასევე აქტუალური კერძო საკუთრების რეგისტრაციის პრობლემაც გახლავთ. ასევე პრობლემას წარმოადგენს ხილის რეალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები.
„ჩვენ, ძალიან დაწვრილებით და ახლოს გავეცანით თითოეული შუახეველის პრობლემას. ყველა ამ საკითხის ოპტიმალურად მოგვარებაზე „ქრისტიან-დემოკრატებს" გვაქვს ჩვენი ხედვა და გადაჭრის გზები. თუკი მოსახლეობა პირველ ოქტომბერს გააკეთებს ღირსეულ და სწორ არჩევანს, ვპირდებით რომ ვიბრძოლებთ მაქსიმალურად მათი ყველა პრობლემის მოსაგვარებლად." - განაცხადა ნუგზარ ფუტკარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები