თბილისის მერიამ მეტროსა და ავტობუსში მგზავრობისას, ახალი ფასდაკების სისტემის შესახებ ინფორმაცია, მოსახლეობას ერთი კვირის წინ გააცნო. აღნიშნული სიახლე ვებ-გვერდზე www.chemitbilisi.com განთავსდა და 5 დღის განმავლობაში თბილისელებს შესაძებლობა ჰქონდათ ახალი ინიციატივისთვის მხარი დაეჭირათ.
ვებ-გვერდზე განთავსებულმა იდეამ, ხმათა საჭირო რაოდენობაზე მეტი მოიპოვა და განხორციელდა.
ფასდაკლების ახალი სისტემის ფარგლებში, ყველა იმ მგზავრს, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მგზავრობის ღირებულების ელექტრონული ბარათით გადახდისას მეტრომანით სარგებლობს, შესაძლებლობა აქვს მუნიციპალურ ტრანსპორტში, პირველი მგზავრობის საფასური 50 თეთრი გადაიხდოს და საათნახევრის განმავლობაში, მეტროსა და ავტობუსში, სხვა მარშრუტზე გადაჯდომისას უფასოდ იმგზავროს.
ახალი ფასდაკლების სისტემა, ასევე ვრცელდება ყველა იმ კატეგორიის მგზავრზე, რომელიც სხვადასხვა სახის შეღავათებით უკვე სარგებლობენ(პენსიონერები, სტუდენტები,პედაგოგები, სოცილურად დაუცველები). მათი რიცხვი თბილისში განისაზღვრება 600 000-ით.
ფასდაკლების აღნიშნული სისტემა აპრობირებულია ევროპის ბევრ ქვეყანაში და მნიშვნელოვანია ყველა იმ მგზავრისთვის, ვინც რეგულარულად სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
მასალის გამოყენების პირობები