თსუ-ის სტუდენტების დაკავების შესახებ ინფორმაცია არ დადასტურდა. როგორ "ჯი-ეიჩ-ენს" აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ალექსანდრა აროშვილმა განუცხადა, აქციის მონაწილებიდან არავინ დაუკავებიათ. მისი თქმით, უნივერსიტეტთან ამ დრომდე მობილიზებული საპატრულო პოლიცია.
შეგახსენებთ, რომ თსუ-ს სტუდენტების ერთმა ნაწილმა, უნივერსიტეტის რექტორთან სანდრო კვიტაშვილთან შეხვედრის მიზნით აქცია გამართა. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ რექტორს მათთვის განემარტა თუ რატომ ხდება უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნის მიხედვით. ამასთან, სტუდენტები მოითხოვენ პოლიტიკური ნიშნით დაკომპლექტებული რეგენტთა საბჭო დაიშალოს, დაბრუნდნენ უნივერსიტეტში სამსახურიდან გათავისუფლებული ლექტორები, სტუდენტებს მიეცეთ საგნების არჩევის საშუალება.