თსუ-ის სტუდენტები სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ანდრო ბარნოვის გათავისუფლებას მოითხოვენ. სტუდენტები ფაკულტეტის დეკანას უყურადღებობასა და ხელისუფლებასთან კავშირში ადანაშაულებენ.
როგორც,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ სტუდეტნმა ალექსანდრა აროშვილმა განაცხადა, ანდრო ბარონოვი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯერ კიდევ დოქტურანტურაში სწავლობს და ამ თანამდებობაზე მისი ყოფნა არასწორია.
თსუ-ს სტუდენტების ერთმა ნაწილმა, უნივერსიტეტის რექტორთან სანდრო კვიტაშვილთან შეხვედრის მიზნით აქცია გამართა. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ რექტორს მათთვის განემარტა თუ რატომ ხდება უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნის მიხედვით. ამასთან, სტუდენტები მოითხოვენ პოლიტიკური ნიშნით დაკომპლექტებული რეგენტთა საბჭო დაიშალოს, დაბრუნდნენ უნივერსიტეტში სამსახურიდან გათავისუფლებული ლექტორები, სტუდენტებს მიეცეთ საგნების არჩევის საშუალება.
ალექსანდრა აროშვილი განმარტავს, რომ სტუდენტები აქციების შეწყვეტას მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებენ.