„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ახვლედიანი ქუთაისში, გამარჯვების დასახლებაში მოსახლეობას შეხვდა.
გიორგი ხვლედიანის განცხადებით, ქუთაისში დასაქმების კუთხით სერიოზული პრობლემა დგას. მისი თქმით, შრომისუნარიანი მოსახლეობის 70 % დაუსაქმებელია.
შეხვედრისას ასევე საუაბრი შეეხო პედაგოგების მძიმე სოციალურ მდგომარეობას და ათასობით სტატუს შეჩერებულ სტუდენტს. ახველდიანის თქმით, „ქრისტიან-დემოკრატიულ" საქართველოში პედაგოგთა მინიმალური ხელფასი იქნება 900 ლარი, ხოლო ყველა ის სტუდენტი ვინც მინიმალური კომპეტენციის ზღვარს გადალახავს სახლემწიფოსგან მიიღებს 1125 ლარიან ანუ 50 %-იან დაფინანსებას.
გიორგი ახვლედიანმა ასევე ყურადღება გაამახვილა ტარიფების უსამართლობის უსამართლობაზე, კერძოდ წყლის გადასახადზე 1 კუბამეტრი 50 თეთრი, მაშინ როდესაც საქართველოს სხვა რეგიონებში გადასახადი გაცილებით დაბალია.
„ქუთაისი არ იმსახურებს ხელისუფლების მხრიდან ასეთ უსამართლო დამოკიდებულებას. „ქრისტიან-დემოკრატიულ" საქართველოში აღარ იარსებებს ასეთი უსამართლო ტარიფები და სახელმწიფოს პირველი საზრუნავი იქნება არა ფასადური პიარ-ტყუილებით ქვეყნის მართვა, არამედ თითოეული ქართული ოჯახის, მათ შორის თღითოეული ქუთაისური ოჯახის კეთიდღეობაზე ზრუნვა, რაც ნიშნავს ჩვენი შვილების განათლების ხელმისაწვდომობას, მშობლების დასაქმებით და სამსახურით უზრუნველყოფას და ჩვენი პენსიონერების, ბებია-ბაბუების დამსახურებისამებრ დაფასებას" - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.