„ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი მაგდა ანიკაშვილი ვარკეთილში, სუხიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.
მაგდა ანიკაშვილმა მოსახლეობას „ქრისტიან - დემოკრატების" წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და ყურადღება განათლების ხელმისაწვდომლობასა და ჯანდაცვის სფეროში არსებულ პრობლემებზე გაამახვილა.
დღესვე, მაგდა ანიკაშვილი გორდელაძეების მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა.
ანიკაშვილის განცხადებით, მაკა გორდელაძე მეხუთე ბავშვს ელოდება და მიუხედავად სოციალურად დაუცველის სტატუსისა, მესამე წელია საბავშვო ბაღის კორიდორში ცხოვრობს.
მისივე განცხადებით, სახელმწიფომ ყველა მრავალშვილიანი ოჯახი დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს ღირსეული საცხოვრებელი პირობებით, სადაც ბავშვები ნორმალურ ცხოვრებას შეძლებენ.
„თუკი ვინმეს ეკუთვნის დახმარება და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოვა, ეს არის სწორედ გორდელაძეების ოჯახი, რომელიც მესამე წელია ბავშვებისთვის აბსოლიტურად მიუღებელ და წარმოუდგენელ პირობებში ცხოვრობს. „ ქრისტიან - დემოკრატების" გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენი პროგრამის მიხედვით ყველა მრავალშვილიანი ოჯახი განათლების, ჯანდაცვის და ბინით უზრუნველყოფის თვალსაზრისით იქნება დაკმაყოფილებული." - განაცხადა მაგდა ანიკაშვილმა