ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფილე კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერს პირობებს უყენებს, _ აღნიშნულის შესახებ რადიო "თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ფულეს სპიკერმა პეტერ სტანომ განაცხადა. კერძოდ, შტეფან ფულე ბიძინა ივანიშვილისგან მოითხოვს, რომ "ქართული ოცნება" ქცევის წესების დეკლარაციას შეუერთდეს.
"ბატონ ბიძინა ივანიშვილისგან თხოვნა მივიღეთ, რომ მომავალ კვირას ბრიუსელში შედგეს მისი და შტეფან ფულეს შეხვედრა. ბატონი ფიულე მზად არის მასთან შესახვედრად, თუ მიიღებს დაპირებას, რომ ბატონ ივანიშვილის პარტია, "ქართული ოცნება" ხელს მოაწერს ქცევის კოდექსს საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისათვის და რომ „ქართული ოცნებისათვის" მისაღები იქნება არჩევნების შედეგები, თუ მათ ლეგიტიმურად მიიჩნევენ ავტორიტეტიანი სამეთვალყურეო ორგანიზაციები, უწინარეს ყოვლისა ეუთო და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი", - აცხადებს პეტერ სტანო.