თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები აქციების შეწყვეტას მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებენ. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ალექსანდრა აროშვილმა განაცხადა უნივერსიტეტთან ამ დრომდე მობილიზებული საპატრულო პოლიცია.
"სტუდენტები კიდევ შემოგვემატებიან და დაშლას არ ვაპირებთ მანამადე, სანამ უნივერსიტეტის ხელმძღღვანელობა ჩვენ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს"_ განაცხადა აქციის მონაწილემ და აღნიშნა, რომ სტუდენტებმა უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან შეხვედრა მოახერხეს, მაგრამ მათი მხრიდან კონკრეტული შეთავაზება ვერ მიიღეს.
ამასთან სტუდენტები სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ანდრო ბარნოვის გათავისუფლებასაც მოითხოვენ და მას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ალექსანდრა აროშვილმა განაცხადა ანდრო ბარნოვი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯერ კიდევ დოქტურანტურაზე სწავლობს. სტუდენტები ბარნოვს ხელისუფლებასთან კავშირში ადანაშაულებენ.
შეგახსენებთ, რომ თსუ-ს სტუდენტების ერთმა ნაწილმა, უნივერსიტეტის რექტორთან სანდრო კვიტაშვილთან შეხვედრის მიზნით აქცია გამართა. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ რექტორს მათთვის განემარტა თუ რატომ ხდება უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნის მიხედვით. ამასთან, სტუდენტები მოითხოვენ პოლიტიკური ნიშნით დაკომპლექტებული რეგენტთა საბჭო დაიშალოს, დაბრუნდნენ უნივერსიტეტში სამსახურიდან გათავისუფლებული ლექტორები, სტუდენტებს მიეცეთ საგნების არჩევის საშუალება.